HELLEBORI
ხშირად დასმული კითხვები
- რამდენად უსაფრთხოა კავკასიური ხარისძირას მიღება?
- კავკასიური ხარისძირას მიღება სრულიად უსაფრთხოა, უბრალოდ, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალების მიღებისთვის მნიშვნელოვანია დოზირება. „ფარმაკონ“ - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს წამალსაც და საწამლავსაც, განსხვავება მხოლოდ დოზაშია. უხეშად რომ ვთქვათ, ერთ ჯერზე ორი ფინჯანი ყავა შეიძლება ჰიპერტონიის, არითმიის და ზოგჯერაც ინსულტის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს, ხოლო „ჰელებორის“ მიერ დღიურად მითითებული დოზა არანაირ უარყოფით ეფექტს არ იძლევა. თუმცა, ინტერნეტში არის ინფორმაცია ხარისძირას შხამიანობის შესახებ, რაც განპირობებული იყო მცენარეში საგულე გლიკოზიდების - ბუფადიენოლიდების არსებობით. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღევანდელი მონაცემებით, კავკასიურ ხარისძირაში აღმოჩენილია ორად-ორი ბუფადიენოლიდი საერთო შემცველობით 0.001%. შესაბამისად, დოზირებულად მიღების დროს, რასაც „ჰელებორი“ გთავაზობთ, ადამიანი ღებულობს მაქსიმუმ 0.00005 მგ ბუფადიენოლიდებს, რაც გულზე არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს. გარდა ამისა, მსოფლიოს თანამედროვე მეცნიერული მონაცემებით ბუფადიენოლიდები საუკეთესო სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებია. 
1. T. Muzashvili, A. Skhirtladze, Ts. Sulakvelidze, M. Benidze, V. Mshvildadze, J. Legault, A. Pichette, E. Kemertelidze. Cytotoxic activity of Helleborus caucasicus A.Br. Geogia Chemical Journal, 2006, 6(6), 684-685.
2. Nogawa T <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Nogawa%20T%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=11575946>, Kamano Y <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Kamano%20Y%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=11575946>, Yamashita A <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Yamashita%20A%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=11575946>, Pettit GR <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Pettit%20GR%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=11575946>. Isolation and structure of five new cancer cell growth inhibitory bufadienolides from the Chinese traditional drug Ch'an Su. J Nat Prod. 2004 Nov;67(11):1960.
3. Kamano Y <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Kamano%20Y%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Yamashita A <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Yamashita%20A%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Nogawa T <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Nogawa%20T%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Morita H <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Morita%20H%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Takeya K <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Takeya%20K%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Itokawa H <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Itokawa%20H%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Segawa T <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Segawa%20T%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Yukita A <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Yukita%20A%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Saito K <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Saito%20K%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Katsuyama M <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Katsuyama%20M%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>, Pettit GR <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Pettit%20GR%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=12459012>. QSAR evaluation of the Ch'an Su and related bufadienolides against the colchicine-resistant primary liver carcinoma cell line PLC/PRF/5(1). J Med Chem. <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12459012> 2002 Dec 5;45(25):5440-7.
4. Dong Y <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Dong%20Y%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>, Yin S <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Yin%20S%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>, Li J <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Li%20J%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>, Jiang C <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Jiang%20C%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>, Ye M <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Ye%20M%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>, Hu H <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Hu%20H%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=21259053>. Bufadienolide compounds sensitize human breast cancer cells to TRAIL-induced apoptosis via inhibition of STAT3/Mcl-1 pathway. Apoptosis. <http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21259053> 2011 Apr;16(4):394-403.
მედიცინის დოქტორი: ნათია გიორგაძე

- რა განაპირობებს ხარისძირას ამდენ დადებით მოქმედებას?
- ხარისძირას მრავალმხრივ დადებით მოქმედებას განაპირობებს მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობა, რომლებიც მოქმედებენ კომპლექსურად. ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ლიპიდებს, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ წონის კორექციაზე, წმენდენ ქსოვილებს და ორგანოებს ტოქსინებისგან, გააჩნიათ ჰეპატოპროტექტორული (ღვიძლის დამცავი) და გასტროპროტექტორული (კუჭის დამცავი) ეფექტები, ანტიოქსიდანტური მოქმედება (ანეიტრალებენ მავნე რადიკალებს, რომლებიც იწვევენ უჯრედების დაღუპვას და რიგ შემთხვევებში სიმსივნეების წარმოქმნას),  მაქსიმალურად ამცირებენ მავნე ნივთიერებების უარყოფით გავლენას ორგანიზმზე. ნივთიერებათა მეორე დიდი ჯგუფია სტეროიდული საპონინები. ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ჰორმონები - სასქესო და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის (კორტიკოსტეროიდები) - სტეროიდული ბუნებისაა, რომლებიც სიცოცხლისათვის აუცილებელია. სტეროიდული საპონინების ძირითადი დადებითი თვისებაა მავნე ქოლესტერინისგან სისხლძარღვების გასუფთავება, ანთებითი პროცესების ალაგება (განსაკუთრებით სახსრებში), ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური მოქმედება, სასუნთქ სისტემაზე (ბრონქული ასთმა და სხვ.) დადებითი გავლენა. ისინი კარგი ხსნადობით გამოირჩევიან და სხვა სტეროიდული პრეპარატებისგან განსხვავებით გვერდითი უარყოფითი ეფექტებით არ ხასიათდებიან. მცენარეში ასევე დიდი რაოდენობითაა ეკდიზონები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორები, გამოიყენებიან ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, ნერვული სისტემის მოშლის, ინფექციური დაავადებებისა და ქრონიკული ინტოქსიკაციის დროს, ახასიათებს ადაპტოგენური მოქმედება (ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობას გარემოს არასასურველი მოქმედების მიმართ). ბუფადიენოლიდები დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ასევე, ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას. ყველა ამ ნივთიერების მოქმედებით ორგანიზმი ჯანსაღდება, ნორმალურად იწყებს მუშაობას და ჭარბი წონაც ქრება.
მედიცინის დოქტორი: ნათია გიორგაძე

- რამდენ ხანში დავიწყებ წონაში დაკლებას და 6 თვის განმავლობაში ჯამში რამდენს დავიკლებ?
- ისეთი საშუალება, რომელიც ერთ კვირაში კილოგრამებს დაგაკარგვინებთ, ეს საწამლავია და არა სამკურნალო საშუალება. ახლოსაც ნუ გაეკარებით ისეთ საშუალებებს, რომლებიც ჭარბი წონისგან ელვის სისწრაფით განთავისუფლების გარანტიას იძლევიან. საერთოდ, დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ეფექტური და უსაფრთხო უმთავრესად ის საშუალებებია, რომლებიც წონას თანდათანობით, თვეში საშუალოდ 2 კგ-ით ამცირებს. კავკასიური ხარისძირას მიღების დროს ზედმეტი წონა იკარგება ორგანიზმის გამოჯანსაღების ფონზე. წონის კლება დამოკიდებულია თქვენს საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, ყველა ორგანიზმისთვის წონაში კლება ინდივიდუალურია, რომელიც შეიძლება მეორე კვირიდანაც კი დაიწყოს. 6 თვის განმავლობაში ადამიანი დაიკლებს მისი წონის შესაბამისად. ზოგს შეიძლება 6 თვე ეყოს, 150 კგ და მეტის წონისას კი შეიძლება 12 თვე დასჭირდეს.
„ჰელებორი“

- რა უპირატესობაა ხარისძირას თქვენთან შეძენა?
- ხარისძირა ზოგიერთ მწვანე აფთიაქში იყიდება, სადაც, ძირითადად, გლეხების მიერაა ჩაბარებული, რომლებსაც ველურად მოზარდი მცენარის ფესვები ბრაკონიერული გზითა აქვთ მოპოვებული, ხოლო მათი სისუფთავე კი ეჭვის ქვეშაა, რადგან ფესვები კარგ გასუფთავებას საჭიროებენ. ამის გარდა, დაფქვილი ფესვები დიდი ხნის განმავლობაშია აფთიაქში და ხშირად პოლიეთილენის პარკში, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი ხარისძირა კი პლანტაციაშია მოყვანილი, საერთოდ არ შეიცავს სხვა მცენარის ფესვებს და მიწას, ხოლო ფხვნილი მზადდება უშუალოდ შეკვეთის შემდეგ. ასევე, ჩვენ მოგართმევთ ხარისძირას ფხვნილს შეკვეთიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში თბილისის ნებისმიერ წერტილში, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებში 1-დან 3 დღემდე.
„ჰელებორი“
599 400 263;       593 411 603;       592 11 37 66;        mail: xariszira@yahoo.com    Facebook: Facebook\წონაში კლება მკურნალი მცენარე